logo_geo
eng_logo
ამ ეტაპზე საქართველოში 1 123 მძიმე პაციენტია
- +

8 დეკემბერი. 2020. 11:50

 

 

„ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 123 მძიმე პაციენტია“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

 

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 963, აჭარაში - 1 015, იმერეთში - 1 332. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123 პირი, მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 158, იმერეთში - 257. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 51, იმერეთში - 48. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 187 - თბილისში, 1 858 - აჭარაში, 409 - იმერეთში. 16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 338, აჭარაში - 213, ხოლო იმერეთში - 27.

 

სულ 6 ოქტომბრიდან - 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 064 პირი.

 

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 20 017 პირი, აჭარაში - 10 771, იმერეთში - 5 572, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner