logo_geo
eng_logo
პარლამენტის პირველ სხდომას, ოპოზიციის ბოიკოტირების გამო, ბუბა კიკაბიძის ნაცვლად, ლადო კახაძე გაუძღვება
- +

8 დეკემბერი. 2020. 12:53

 

 

პარლამენტის პირველ სხდომას, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, სავარაუდოდ, ლადო კახაძე გაუძღვება.

 

რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის შემდეგ, სხდომას სპიკერის არჩევამდე, პარლამენტის უხუცესი წევრი უძღვება.

 

მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასული ბუბა კიკაბიძეა, რომელსაც 82 წელი უკვე შეუსრულდა, თუმცა, ოპოზიციის ბოიკოტის გათვალისწინებით, პირველი სხდომის წაყვანა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში კი, ლადო კახაძეს მოუწევს.

 

მეათე მოწვევის პარლამენტი 11 დეკემბერს იკრიბება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner