დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში მონაწილეობის მისაღებად 1700 მოხალისე სტუდენტი გადამზადდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ინტეპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენმა პენსიონერმა ექიმმა და მოხალისემ გამოთქვა სურვილი კორონავირუსის მართვაში მონაწილეობის მისაღებად.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ დროისთვის 800 სტუდენტი მონაწილეობს კორონავირუსის მართვაში.
„დაახლოებით 1700 სტუდენტი გადამზადდა, 800 აქტიურად იყო ჩართული. პენსიონერ ექიმებთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია“,- აცხადებს გამყრელიძე.
ამასთან, „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, იღებენ თუ არა კორონავირუსის მართვაში მოხალისეებად ჩართული სტუდენტები ანაზღაურებას, გამყრელიძე დასძენს: „ზოგიერთს აქვს კონტრაქტები გაფორმებული შესაბამის კლინიკებთან, ხოლო ძირითადი მაინც მოხალისეა“.