logo_geo
eng_logo
დღევანდელი მონაცემებით, 179 მედმუშაკია ინფიცირებული
- +

8 დეკემბერი. 2020. 13:30

 

 

დღევანდელი დილის მონაცემებით, 179 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო სხდომის დამთავრების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„179 არის დღევანდელ დილის რაპორტში დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალი, ჯამში - ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისათვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 893 პირი. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner