იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე კორონავირუსით დაინფიცირდა.
პრესსამსახურის ცნობით, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ტესტის პასუხი გუშინ შეიტყო. იგი თვითიზოლაციაშია და მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს.
იმერეთში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში 673 ადამიანი დაინფიცირდა.