logo_geo
eng_logo
ილია მეორე: არის ასეთი რწმენა, რომ ყველაწმინდა ღვთისმშობელი ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში
- +

3 ივლისი. 2016. 13:32


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ზეიმობს ათონის მთაზე გაბრწყინებული წმინდა მამების დღეს, რომელთა შორის ბევრი ქართველია. კერძოდ, იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, მამა გაბრიელი, რომელმაც ღვთისმშობლის ხატი გამოიყვანა ზღვიდან, თორნიკე ერისთავი და სხვ.



საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია. არის ასეთი რწმენა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამ ქვეყნის აღსასრულის წინ დაბრუნდება საქართველოში. უფალმა ინებოს, მისი წყალობა იყოს საქართველოსა ზედა", - ბრძანა პატრიარქმა.



მისივე თქმით, ათონის მთაზე დღესდღეობით მრავალი ქართველი ახალგაზრდა მოღვაწეობს.



შეგეწიოთ მათი ლოცვა", - ბრძანა უწმინდესმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner