პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ დერა ისმაილ ხანში, შეიარაღებულმა პირებმა ერთ-ერთი ტელევიზიის ოპერატორი მოკლეს. პოლიციის განყოფილებაში ასევე დასძინეს, რომ ოპერატორს მოტოციკლიდან ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, მათ ადგილიდან გაქცევა მოახერხეს. ამის შესახებ ABC News წერს.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გუნდმა ახლოს მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მამაკაცი გზაში გარდაიცვალა.
ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის განცხადებით, პაკისტანი ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება, რადგან ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში 70 ადამიანი მოკლეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.