logo_geo
eng_logo
პაკისტანში წყალდიდობას 30 ადამიანი ემსხვერპლა
- +

3 ივლისი. 2016. 13:34


პაკისტანში წყალდიდობას, სულ მცირე, 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტიქია ავღანეთის საზღვართან ახლოს პაკისტანის ჩრდილოეთით მდებარე ჩიტრალის ოლქში მძვინვარებს.



რეგიონის ოფიციალური პირების განმარტებით, წყლის ნაკადმა მეჩეთი და ყველა ის ადამიანი წაიღო, რომელიც სამლოცველოში იმყოფებოდა.



სტიქიის შედეგად რამდენიმე სახლი სრულად განადგურდა. ამ დროისთვის ადგილობრივი პოლიციის სამმართველოს რვა თანამშრომელი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner