logo_geo
eng_logo
ირანის უზენაესმა სასამართლომ დისიდენტი ჟურნალისტის, რუჰოლა ზამისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა
- +

8 დეკემბერი. 2020. 16:41

 

ირანის უზენაესმა სასამართლომ დისიდენტი ჟურნალისტის, რუჰოლა ზამისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სასამართლოს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

რუჰოლა ზამს ბრალი ედება 2017 წელს ირანში სოციალური მედიის საშუალებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს ძალადობის წახალისებაში. სოციალურ მედიაში ჟურნალისტის გვერდს „ამად ნიუსს“ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა.

 

დისიდენტ ჟურნალისტს სიკვდილით დასჯა ირანის რევოუციურმა სასამართლომ ივნისში მიუსაჯა.

 

რუჰოლა ზამმა ირანი დატოვა და საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც მას თავშესაფარი ჰქონდა მინიჭებული.

 

ის 2019 წელს ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავა. ჟურნალისტის დაკავების დეტალები უცნობია.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner