logo_geo
eng_logo
ხათუნა შრუბი: ჩვენ, როგორც ქვეყანა, ისე კლინიკური სექტორები, ძალიან მომზადებული შევხვდით პანდემიას
- +

8 დეკემბერი. 2020. 17:37

 

„მე ვფიქრობ, რომ კლინიკები ძალიან მობილიზებულია. სადაც კოვიდ-პაციენტების განთავსება ხდება, იმ კლინიკებში ვიცით, რომ საწოლების რაოდენობა ნამდვილად არის“, - ამის შესახებ „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა, პრემიერ-მინისტრთან კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

მისი თქმით, მიმართვიანობა დიდია, თუმცა ადგილები თავისუფლდება ყოველდღიურად და ახალი პაციენტების მიღება ხდება.

 

„ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ საწოლების რაოდენობა არ არის ქვეყანაში. საწოლების რაოდენობა არის, უბრალოდ მიმართვიანობა იმდენად დიდია, რომ ფიზიკურად ვერანაირი სექტორი, და ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვა ამას ვერ გაუძლებდა. ჩვენ, როგორც ქვეყანა ისე, კლინიკური სექტორები ძალიან მომზადებული შევხვდით პანდემიას, ამ ეტაპისთვის ჩემი კლინიკის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სრულად დატვირთულია საწოლფონდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ადგილები არ თავისუფლდება ყოველდღიურად და არ შემოდიან ახალი პაციენტები“, - აღნიშნა ხათუნა შრუბმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner