ევროპის რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 20 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ ჯანდაცვის ეროვნული ორგანოების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დადასტურებული კოვიდშემთხვევების 40%-ი ევროპის რეგიონზე მოდის. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევროპაში დღიურად კორონავირუსის საშუალოდ 236 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა.