logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვერ წარმომიდგენია, რუსეთმა უკან დაიხიოს
- +

3 ივლისი. 2016. 13:41


საქართველოში მიმდინარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის მესამე სამუშაო დღეს, მიმდინარე კონფლიქტები განიხილება, მათ შორის ისაუბრებენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.


პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის საერთო რეზოლუციის პროექტი განიხილება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებს, სხვადასხვა შესწორებები აქვთ შეტანილი.



ქართულ დელეგაციას 5 პუნქტი აქვთ შესწორებების, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, დევნილების პრობლემებს, მათი უფლებების დაცვასა და ეუთო-ს მისიის საქართველოში დაბრუნებას ეხება.



საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, არის თემები, რომლებიც ეხება ოკუპაციას, აგრესიას, იმის აუცილებლობას, რომ პროცესი მოლაპარაკებისკენ წავიდეს და საკმაოდ მკაცრად აფასებს იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია საოკუპაციო პოლიტიკა.

 

 

კომპრომისები არ არსებობს, ვერც წარმომოიდგენია რუსეთმა უკან რომ დაიხიოს, უკან გადადგას ნაბიჯი, მაგრამ რეალურად, ეს არის მისი დამოკიდებულება პროცესების მიმართ. იცით რომ, რუსეთს არამარტო საქართველოსთან აქვს პრობლემა, საერთოდ, ზოგადად არის მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირება, სადაც საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner