აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაადასტურა.
მარეგულირებლის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა ორკომპონენტიანი ვაქცინის 95%-იანი ეფექტიანობა დაადასტურა. როგორც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ეფექტიანობის ამგვარი დონე ვაქცინის მეორე დოზის შეყვანიდან 7 დღეშია მიღწევადი.
„დაგეგმილ შუალედურ და საბოლოო ანალიზებში ვაქცინის ეფექტიანობა მეორე დოზის შეყვანიდან 7 დღეში 95%-ს შეადგენს იმ მონაწილეებს შორის, რომლებსაც კორონავირუსი არ გადაუტანიათ, ხოლო იმ მონაწილეებს შორის, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, აღნიშნული მაჩვენებელი 94%-ს შეადგენს“, - ნათქვამია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებაში.
მარეგულირებელი აღნიშნავს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა პირველი დოზის შემდეგ 82%-ს შეადგენს, ხოლო მძიმე შემთხვევებში კი 88.9%-ს.