„ზურას მერე ქალბატონი რემა ავადმყოფობდა, ჯანმრთელობის მდგომაროება გაუუარესდა და დიალიზზე იყო. ის იმავე ნაცჯალათთა მსხვერპლია, რომლებმაც 15 წლის წინათ მისი შვილი შეიწირეს“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, ზურაბ ჟვანიას მეგობარმა, დავით ოქიტაშვილმა, რემა ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაზეთ „ასავალ-დასავალს“ განუცხადა.
„ზურას მერე ქალბატონი რემა ავადმყოფობდა, ჯანმრთელობის მდგომაროება გაუუარესდა და დიალიზზე იყო. ის იმავე ნაცჯალათთა მსხვერპლია, რომლებმაც 15 წლის წინათ მისი შვილი შეიწირეს. ქალბატონი რემა თავმოყვარე ადამიანი გახლდათ, შვილის სიკვდილის შემდეგ ორმაგად მძიმე ასატანი იყო ის სიბინძურე, რაც ზურას მიაწერეს. თითქმის ყოველდღე დადიოდა შვილის საფლავზე, ერთი წუთით წარმოიდგინეთ მისი განცდები. ორი არაჩვეულებრივი ვაჟი გაზარდა – ზურა და გოგლა, მართალია, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა, მაგრამ პიროვნებად ჩამოყალიბებულ შვილებს რომ ხედავდა, ხარობდა და ყველაზე ბედნიერი როცა უნდა ყოფილიყო, ზურას მკვლელობით გააუბედურეს, არადა, ყოველთვის შიში ჰქონდა, ზურასთვის თავს რაიმე არ დაეტეხათ“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.