ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ბრავო, ქალბატონო ელისო ბოლქვაძე!
მართლა ღირსეული მემკვიდრე ხარ უნაღდესი მგოსნისა, საქართველოს მოუარეო, რომ დაგიბარა! შენი თავმდაბლობით და მოღვაწეობით დიამეტრულად განსხვავდები ზოგიერთი პოეტის უტიფარი, მჩხავანა და უმადური ნაშიერისგან.
სხვებს კი ვეტყვი: უწოდეთ ახლა ამ დიდებულ ქალბატონს მხოლოდ და მხოლოდ "არაჩვეულებრივი პიანისტი".
აუუუ, რამდენ უმადურ "რაინდს" მოუწევს გაწითლება!
რაც შეეხება მამის ანდერძს, აგერ, ბატონო, ეს ლექსი და თავად დარწმუნდით როგორი სულისკვეთებით არის აღზრდილი და რატომ არის ასეთი
ჩემი ლოცვა ელისოს
""""""""""""""""""""""""
ჩემო ტკბილო პაწიავ,
სიხარულო ახალო,
რაც კი მე გამაჩნია.
მინდა, შენ მოგახმარო!
კდემა გქონდეს ქალური,
ჩემი გოგო, მზისთვალო,
აკვნისხელა მამული
ვერვინ ვერ მოგიშალოს!
ჩემი ფიქრის სათავევ,
არ დაიწვე უალოდ,
მამა-პაპის საფლავებს
გვერდი არ აუარო!
მამულისთვის ანათე,
მის დიდ წარსულს ჩაჰხედე.
ერს არგე რა, სანამდე
ერით იამაყებდე!
მშობელ მიწას მოვლდა და
მზრუნველობა სჭირდება,
მიწა ბავშვივითაა, -
მოვლა-ზრუნვით იზრდება!
შენი წუთისოფლის დღე
ნუ გქონოდეს სადარდო,
მე თუ ადრე მოგიკვდე,
ჩემმა ლოცვამ გაგზარდოს!
იყავ მუდამ ხალასი,
ერი იყოს მზე შენი...
და თუ მაინც დამარცხდი,
სულით ნუ დაეცემი!
სიმართლეზე თვალები
არ დახუჭო არასდროს,
კაცს თუ დაეხმარები,
შვილო, არ დაამადლო!
დედის იავნანა ხარ, -
ჩემი ბედის სასწორო, -
მამულს გარეთ დამარხვა,
შვილო, ბედმა გაშოროს!
სულში მზე თუ ინთება,
მაშინ უნდა უმღერო,
ყალბი ქება-დიდება,
შვილო, არ შეიფერო!
გაგერიდოს ქარ-წვიმა,
სინანული მარადდღე...
და თუ მტრობა გაგწირავს,
სიყვარული გფარავდეს!
გულში ვარდი მიყვავის -
შენი ლოყებისთანა...
კარგი დედა იყავი,
მეტი არა მინდა რა.
სულ ილოცე, ელისო,
ერისთვის და ენისთვის,
როცა მამულს შეიცნობ,
მაშინ, შვილო, შენ იცი!
მაწვალებენ ფიქრები,
მეტს ვერ გეტყვი ამჯერად...
საამაყო იქნები,
თუ ღმერთმა არ დამწყევლა!
ღმერთო, ჩემი ელისო
მამულს შენ ანაცვალე,
შეისმინე ეს ლოცვა
და სიცოცხლე მაცალე!..
ახლა კი, ქალბატონ ელისოს წერილ გავეცნოთ, რომლის ადრესატიც ზვიად ძიძიგური გახლავთ: https://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=140939