logo_geo
eng_logo
Covid-19 მაცივარში აღმოაჩინეს – რატომ დაკეტეს ბაზარი ჩინეთის პროვინციაში
- +

8 დეკემბერი. 2020. 20:20

 

სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენდუში, ხანდაზმული წყვილის ოჯახის მაცივარში Covid-19 აღმოაჩინეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

 

მარტის შემდეგ 7 დეკემბერს ამ ქალაქში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

 

6 დეკემბერს, 69 წლის ქალმა, გვარად ლუმ, ექიმს ხველების ჩივილით მიმართა. მას ახალი კორონავირუსის ინფექცია გამოუვლინდა.

 

მისი მეუღლის ტესტმაც დადებითი შედეგი აჩვენა. კაცი, გვარად ჟაო ველორიკშას მძღოლია.

 

ცოლ-ქმრის ბინა დაქირავებული ჰქონდა ბავშვიან წყვილს. მდგმურები ხილით ვაჭრობდნენ და რეგულარულად დადიოდნენ ადგილობრივ საბითუმო ბაზარში პროდუქტის შესაძენად. ამ დროისთვის უცნობია, ინფიცირებულები არიან თუ არა ისინიც.

 

თუმცა, ორშაბათის 14 საათიდან დაკეტეს ბაზარიც. მიზეზად ვირუსის გავრცელების საფრთხე დასახელდა. ბაზრის ოთხივე შესასვლელში ტესირების დროებითი პუნქტები დაიდგა. გამყიდველებსაც და კლიენტებსაც ბაზრის დატოვება აეკრძალათ, ვიდრე ტესტირებას გაივლიდნენ და შედეგები ოფიციალურად დარეგისტრირდებოდა.

 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინფიცირების წყაროს ხანდაზმული წყვილის მაცივარში მიაგნეს, როდესაც ბინიდან სინჯებს იღებდნენ.

 

„პაციანტების მაცივარში – კარის სახელურებზე, ჩამრთველებზე, მაცივარში ზოგიერთ საკვებზე და გამყოფ თაროებზე აღებულმა ნიმუშებმა Covid-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი მნიშვნელოვნად გავრცელდა პაიენტების სახლში“ – განაცხადა სიჩუანის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენელმა, ჟუ სიაპინმა.

 

ბოლო თვეების განმავლობაში ჩინეთმა ინფექციის გავრცელებაზე კონტროლი გაამკაცრა. შემთხვევების დიდი ნაწილის წყაროდ საზღვარგარეთიდან ჩასულები სახელდებოდნენ. ნოემბერში ვირუსმა იფეთქა ქალაქებში- ტიანზინი, შანხაი და მანჟურია, რის გამოც, ტესტირება ჩაუტარდა მილიონობით ადამიანს, დაიკეტა სკოლები და შეოიღეს მკაცრი შეზღუდვები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner