„ღამეც არ ჩერდება ჩემი ტელეფონი, მთელი ღამე ზარებს ვპასუხობ, ვერ გავთიშავ, რადგან უჭირთ ადამიანებს და უნდა დავეხმაროთ“, - ამის შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძე განაცხადა.
„კოვიდი არ დამმართნია, მაგრამ გადაღლილი ვარ, ყველა ძალიან გადავიღალეთ, ბევრია პაციენტი და არა მხოლოდ სტაციონარში, ჩემი ტელეფონი მთელი დღის მანძილზე არ ჩერდება, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ, ბევრი უცნობი რეკავს და ყველასთან ვახერხებთ კომუნიკაციას, ვეხმარებით, ფაქტობრივად, ომში ვართ, ისე ვმუშაობთ.
ღამეც არ ჩერდება ჩემი ტელეფონი, მთელი ღამე ზარებს ვპასუხობ, ვერ გავთიშავ, რადგან უჭირთ ადამიანებს და უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა მარიან ენდელაძემ.