logo_geo
eng_logo
უკანასკნელი სიტყვები ადამიანისა, რომელიც გაზის კამერაში თავის აღსაზრდელებთან ერთად შევიდა
- +

3 ივლისი. 2016. 13:57

ალბათ ბევრს გაუგია ადამიანი, სახელად იანუშ კორჩაკიმაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი სახელი წარმოუდგენელ მსხვერპლთან და ჰუმანიზმთან ასოცირდება. კორჩაკი იყო ცნობილი პედაგოგი, ექიმი და მწერალი.

 

 

ამ საოცარმა ადამიანმა სამჯერ განაცხადა უარი საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე. პირველად ეს პოლონეთის ოკუპაციის წინ, ნაცისტებთან ომის დასაწყისში მოხდა, როცა იანუშმა გადაწყვიტა არ წასულიყო საზღვარგარეთ, რათა არ დაეტოვებინაობოლთა თავშესაფარიბედის ანაბარად. მეორედროცა მტკიცე უარი განაცხადა ვარშავის გეტოდან გაქცევაზე.

 

მესამეჯერ კი მაშინ, როცაობოლთა თავშესაფრისაღსაზრდელები უკვე ასულები იყვნენ ბანაკში მიმავალი მატარებლის ვაგონში. მოულოდნელად კორჩაკთან ესეს-ის ოფიცერი მივიდა და შეეკითხა:

ეს თქვენ დაწერეთმეფე მათიუშ პირველი”? ბავშვობაში წავიკითხე. კარგი წიგნია. თქვენ თავისუფალი ბრძანდებით.

ბავშვები?

ბავშვები წავლენ. მაგრამ თვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ ვაგონიდან.

ცდებით. არ შემიძლია. ყველა ადამიანი არაა ნაძირალა.

 

რამდენიმე დღის შემდეგ ტრელინკის საკონცენტრაციო ბანაკში იანუშ კორჩაკი თავის ბავშვებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში. სიკვდილისკენ მიმავალ კორჩაკს ხელში აყვანილი მიჰყავდა ორი პატარა, რომლებიც ვერაფერს ხვდებოდნენ, და ჩურჩულით უყვებოდა ზღაპარს.

ალბათ მეტი აღარაფერის თქმა არ არის საჭირო იანუშ კორჩაკზე. ეს ისტორია გაცილებით მეტ რამეს ამბობს მასზე, ვიდრე ნებისმიერი მჭერმეტყველება

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner