აქა ფერადი ამბავი:
მსოფლიოს რუხი კარდინალების მიერ ოდესღაც საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული არსება, საჯიშე ქართველების სისხლის დამღვრელი ჯალათი მიხეილ სააკოვი ცისარტყელას ნათელ ფერებში გადაწყვეტილ სავარძელში მოკალათებულა და თავის მომხრეებს რევოლუციის მოსახდენად აგულიანებს.
ზოგჯერ მოთქვამს, რომ ახალმოსული თოვლივით თეთრი და სპეტაკია, რომ ფეშენებელური ვილა, სადაც ცისარტყელას ფერებში გაწყობილი ძვირადღირებული სავარძელი უდგას, დედამისის – გიულის მიერ პატიოსნად ნაშოვნი ფულით არის აშენებული, ხოლო იტალიელი დიზაინერის ალესანდრო მენდინის ნამდვილად ალალი შრომით შექმნილი ეს სავარძელი, რომელიც მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, სულაც არ ღირს 14 ათასი ევრო.
ამ ფერადი სავარძლიდან უკვე ზომბად ქცეულ თავის მომხრეებს სააკოვი მორიგი სისხლისღვრისკენ მოუწოდებს, რის შედეგადაც, მსოფლიოს შავი ძალების გადაწყვეტილების შესაბამისადა, იგი კვლავ „საქართველოს დირექტორის“ კაბინეტში უნდა შებრუნდეს.
დედა გიულიმ, ძია თემურმა და უახლოესმა გარემოცვამ ზუსტად იციან, რომ უშიშრობის მანტიის მიღმა ბელადის მკერდში წრუწუნას ლაჩარი გული ძგერს, ხოლო ბელადის საცვალი, მტანჯველი შიშის გავლენით, პერიოდულად, წინიდან – ყვითელ, უკნიდან კი ყავისფერ შეფერილობას იძენს! ეს ამბავი ფართო საზოგადოებამაც უწყის მას მერე, რაც თვითმფრინავის ზუზუნით შეშფოთებულმა წრუწუნამ სორს ძებნაში გორის მიწაზე იხოხა.
საინტერესო პარალელი აღმოვაჩინე: იტალიელი დიზაინერი ალესანდრო მენდინი, რომლის პატიოსანი შრომით შექმნილ, 14 ათას ევროდ ღირებულ ფერად სავარძელში მონებივრე სააკოვი ახალი სისხლისღვრის მითითებას იძლევა, 16 აგვისტოს ყოფილა დაბადებული... ზუსტად 77 წლის შემდეგ და ზუსტად ამ 16 აგვისტოს, ფერადსაცვლიანი სააკოვის მითითებით, ნაომარ ჯარისკაცს როინ შავაძეს მოკლავენ!
აქა შავ-თეთრი ამბავია:
სააკოვისგან განსხვავებით, შიშის გრძნობა უცხო იყო სერჟანტ როინ შავაძისთვის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სენაკის ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავად მსახურობდა. ნაომარი ჯარისკაცი 2008 წლის 16 აგვისტოს, (ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ, ბათუმში მოკლეს.
სერჟანტი როინ შავაძე თმით გამოიყვანა სახლიდან 20-მდე სპეცრაზმელმა შეძახილებით „მოღალატეა, მოღალატე“. ბოლომდე გაკოტრებული, ფერადსაცვლიანი მთავარსარდალი გამალებით ცდილობდა საკუთარი მარცხი სამხედრო მოვალეობის ერთგულად შემსრულებელი მეომრებისთვის გადაებრალებინა. თავდაპირველი ოფიციალური ვერსიით, ომიდან მტრის ტყვიებს გადარჩენილ ჯარისკაცს სახლში „ნარკოტიკული დანაშაულის“ ბრალდებით მიუხტნენ, თითქოს ომწაგებულ ქვეყანას სხვა პრობლემა არ ჰქონდა! მაგრამ თავი თავადვე გასცეს, როცა დაკავებისას მოღალატე უწოდეს!? ნაომარი ჯარისკაცი დაუნდობლად მოკლეს და მკვლელობა იმის ახსნას, თითქოს „გაქცევის მცდელობას“ ჰქონდა ადგილი! გივი თარგამაძემ – საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის ნაძირალა თავმჯდომარემ, გარდაცვლილ სერჟანტ უმძიმეს სახელმწიფო დანაშაულში – ღალატში – საჯაროდ პირველმა დასდო ბრალი.
გარდაცვლილის ქვრივი ციცინო შავაძე წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არ ყოფილა არავითარი გაქცევის მცდელობა და, რომ სერჟანტი როინ შავაძე სამართალდამცველებმა მოკლეს შურისძიების მიზნით. მის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე–2 მუხლით დაცული „სიცოცხლის უფლება“. მოსარჩელის თანახმად, მისი მეუღლე წამებით იქნა მოკლული სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ 2008 წელს, ხოლო მკვლელობის ფაქტი არაეფექტიანად იქნა გამოძიებული ჯერ შს სამინისტროს, ხოლო შემდეგ საქართველოს პროკურატურის მიერ! რეჟიმის მიერ ჩადენილი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის დანაშაული განსაკუთრებით მძიმდება იმით, რომ მკვლელობამდე მას დააბრალეს ის, რაც ჩაიდინეს თავად – სამშობლოს ღალატი!
აქა შავი ამბავია:
21020 წლის 19 ნოემბერს გამოქვეყნდა ევროპული (სტრასბურგის) სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წელს ბათუმში მოკლული სერჟანტის როინ შავაძის საქმეზე. ევროსასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.
სააკოვის ბინძური რეჟიმის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, სამართალდამცველებმა როინ შავაძის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს მისი უკანონო გაქცევის თავიდან ასაცილებლად, თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ამის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულება საქართველოს მხარეს არ (წარმოუდგენია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მორალური ზიანის ანაზღაურების სახით მომჩივანის სასარგებლოდ 40 ათასი ევროს გადახდა დააკისრა!
ევროპულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები ვა ვიდეომასალაში აღბეჭდილი დაზიანებები, რაც არ შეესაბამებოდა ოფიციალურ პოზიციას, რომ როინ შავაძისთვის სიცოცხლის მოსპობა მოხდა მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად გამოყენებული ძალის შედეგად. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-2 მუხლის, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებში ყველაზე მთავარის – „სიცოცხლის უფლების“ არსებითად დარღვევას!
ნიშანდობლივია, რომ როინ შავაძის სიკვდილის გარემოებების გამყალბებელი ძალოვნები არათუ არავის დაუსჯია, დღემდე მაღალ თანამდებობებზე რჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყალბებაში საქართველოს დღევანდელი, კოჰაბიტაციის შემოქმედი ხელისუფლებაც მონაწილეობს!
წამებული როინ შავაძის არანაკლებ წამებულ ოჯახს უდავოდ ეკუთვნის კომპენსაცია იმაზე მეტი რაოდენობითაც, ვიდრე ევროპულმა სასამართლომ განუსაზღვრა! ოჯახს ხომ, მარჩენალის მოკვლასთან ერთად, ღირსებაც შეულახეს, რადგან, როინ შავაძის შთამომავლებს „სამშობლოს მოღალატის“ შთამომავლის იარლიყი მიაკრეს და, რომ არა შევაძის ოჯახის ადვოკატის რამინ პაპიძის თავგამოდებული ბრძოლა (რომელიც შეუპოვრობის გამო თავად იქცა სააკოვის ბინძური რეჟიმის პატიმრად...), აგრეთვე ევროპული სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება, ეს უსამართლობა ბოლომდე იზეიმებდა!
მოხდა ისე, რომ ამ შემთხვევაში სამართალმა პური ჭამა! მაგრამ ეს მაინც არ არის სამართლის აღსრულება, რადგან როინ შავაძის ოჯახის სასარგებლოდ მატერიალური კომპენსაცია – 40 ათასი ევროს სახით – საქართველოს სახელმწიფოს უნდა გადაიხადოს.
რა გამოდის? სააკოვის ბინძური რეჟიმის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის გამო კომპენსაციის თანხა საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ჩემი... თქვენი... საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯიბიდან უნდა შეკოწიწდეს?!
ეს არ იქნება სამართლიანობის აღდგენა!
საქართველოს მოსახლეობას, ბიუჯეტის შემავსებელ პატიოსან და ზნეობრივ საქართველოს მოქალაქეებს როინ შავაძე არ მოუკლავთ!
როინ შავაძე მოკლა სააკოვის ბინძურმა რეჟიმმა!!!
მსოფლიოს რუხი კარდინალების მიერ ოდესღაც საქართველოს პრეზიდენტად გამწესებული არსება, საჯიშე ქართველების სისხლის დამღვრელი ჯალათი მიხეილ სააკოვი ცისარტყელას ნათელ ფერებში გადაწყვეტილ, ძალიან ძვირადღირებულ სავარძელში მოკალათებულა, რომელიც თურმე 14 ათასი ევრო ღირს... და თავის მომხრეებს რევოლუციის მოსახდენად აგულიანებს...
დიაც, ჯალათი სააკოვი, რომელიც ალესანდრო მენდინის პატიოსანი შრომით შექმნილ, 14 ათას ევროდ ღირებულ სავარძელში ზის, ქართველი საჯიშე ბიჭების წამებითა და ხოცვით გამდიდრდა! მისი თანამზრახველი, ასევე საჯიშე ბიჭების წამებისა და ამოწყვეტის ხარჯზე გამდიდრებული გიგა ბოკერია კი ამასობაში პარლამენტარის სავარძელში წამოსკუპებას ლამობს, რათა მომავალშიც ათასჯერ 14 ათასი ევრო იშოვოს...
აქა ამბავი, რათა ჭირი იყოს იქა, ლხინი კი – აქა:
სამართლიანობის აღდგენას გზას მე გასწავლი, ხელისუფლებავ: დაუყოვნებლივ მიიღე სახელმწიფო დამნაშავეებისთვის ქონების ჩამორთმევის კანონი და როინ შავაძის ოჯახს, სააკოვის ბინძური რეჟიმისგან ნაწამები და მოკლული სხვა ადამიანების ოჯახებს კომპენსაცია ჩვენი, ანუ ნაცებისა და დღევანდელი კოჰაბიტანტი რეჟიმისგან ტანჯული მოსახლეობის ჯიბიდან კი არა, ჯალათების დედებისთვის – გიული ალასანიასთვის და ნანა ალექსანდრიასთვის ჩამორთმეული საკუთრებიდან, მათი ჯიბეებიდან გადაუხადე!
იმ ჯალათი გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის ჩამორთმეული პირადი ქონებიდან გადაუხადე, რომლებმაც ეს ქონება პატიოსანი და თავდადებული ჯარისკაცების – როინ შავაძეების წამებისა და მკვლელობების გზით დააგროვეს!
ზაზა დავითაია