logo_geo
eng_logo
კახეთში ქრისტეს ჯვარცმას სისხლი სდის, 100-მდე ხატს კი მირონი - რა მოხდა ლაგოდეხში
- +

8 დეკემბერი. 2020. 21:31

 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრებ გულიაშვილების ოჯახში, წინა წლის დეკემბერში, 100-მდე ხატს მირონი, ხოლო იესო ქრისტეს ჯვარცმას – სისხლი სდიოდა, ამბავმა ინტერნეტ სივრცე დაიპყრო.

 

ამის ამსახველი ვიდეო და ფოტოები ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი გულიაშვილმა გაავრცელა.

 

„ჯვარცმამ და ღვთისმშობელმა სისხლდენა დაიწყო. რა ხდება ჩვენს თავს, ღმერთმა იცის! ამ ჯვარს სდის სისხლი, 5 წუთში ქრება საერთოდ, მერე, ისევ მოსდის და ა. შ.“ – წერდა გულიაშვილი.

 

მისი თქმით, ხატებმა მირონდენა, გასულ წელს, სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ დაიწყეს. თავდაპირველად, მირონდენა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს დაეწყო, ხოლო შემდეგ, სახლში არსებულ ყველა ხატს გადაედო. გარდა მირონისა, აღდგომის დღეს, იესოს ჯვარცმას და ღვთისმშობლის ხატს სისხლდენა დაეწყო.

 

აღნიშნულ საკითხზე მან სასულიერო პირებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია, რაზეც უპასუხეს – ღვთისგან არის და ჩვენ ვერაფერს გეტყვით, აუხსნელი, სასწაული არისო“ – წერდა გიორგი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner