logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: შემთხვევით არაფერი ხდება - არასრულწლოვანთა გარყვნაში მხილებულმა მსახიობმა, ადვოკატად იმ დროისთვის უცნობი იაგო ხვიჩია აიყვანა
- +

8 დეკემბერი. 2020. 23:23

 

„სხვათაშორის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და არასრუწლოვანთა გარყვნის თემა იაგოსგან შორს არც მანამდე ყოფილა, სანამ იგი კაპოლიტიკოსდებოდა და „გირჩში“ ამოყოფდა თავს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„საქმე ის არის, რომ ერთ აწ განსვენებულ ცნობილ ქართველ მსახიობს, რომელიც თავის დროზე არასრულწლოვან გოგონებთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის მრავალჯერად დამყარებაში იყო მხილებული, „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ სასამართლო დავაში ადვოკატად სწორედ იაგო ხვიჩია ჰყავდა.

ცნობილი მსახიობი, რომელსაც არასრულწლოვან გოგონებთან გაუკუღმართებულ სექსის გამო გარკვეულ წრეებში „ფაიდეროსის“ მეტსახელით მოიხსენიებდნენ, ჩვენი გაზეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანიდან მალევე გარდაიცვალა და სასამართლო პროცესი აღარ შედგა, თორემ მის ადვოკატ იაგო ხვიჩიას სასამართლოს დარბაზში იქნებ იმის მტკიცებად დაეწყო – არათუ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის მოხმარება, არამედ თვით პედოფილიაც კი დანაშაული არ არისო!

ზოგიერთ თეორიას თუ ვერწმუნებით, სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და, როგორც ჩანს, სრულიად კანონზომიერი იყო, რომ არასრულწლოვანთა გარყვნაში მხილებულმა ცნობილმა არტისტმა ადვოკატად აიყვანა იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი იაგო ხვიჩია, რომელიც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარებისთვის კაცის დაჭერას სიგიჟედ მიიჩნევს!“, - წერს ხუბუა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner