logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: არიან რადიკალური ძალები, რომლებიც თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესების გამო ცდილობენ შეამსუბუქონ კოვიდის თემა
- +

8 დეკემბერი. 2020. 23:44

 

ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება, რომლის განხილვაშიც ოპოზიციამ უნდა გაიზიაროს თავის წილი პასუხისმგებლობა. საკითხზე მან „პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

 

„რასაკვირველია, ეს ბიუჯეტი მთლიანად არის აგებული იმ რეალობის გათვალისწინებით, რა რეალობაშიც ჩვენ ჩაგვაყენა გლობალურმა პანდემიამ. 2021 წელი იქნება ეკონომიკის აღდგენის წელი, იქნება ვაქცინაციის წელი და შესაბამისად, პანდემიის დაძლევის წელი, როგორც მთლიანად მსოფლიოში, ასევე საქართველოში.

 

აქედან გამომდინარე ბიუჯეტიც დიდწილად განსჭვალულია, როგორც იმ მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიაზე ზრუნვით, რომელსაც მომავალ წელს მიუხედავად იმისა, რომ დავძლევთ პანდემიას საჭიროებს ჩვენს გვერდში დგომას. ეს არის ბიუჯეტი, სადაც ასახულია პენსიონერების პენსიის ინდექსაცია, მასწავლებლების ხელფასების ზრდა, ჯარისკაცების და პოლიცილების გასაცემლების და ხელფასების ზრდა, ეს არის ბიუჯეტი, სადაც მცირე ბიზნესის დახმარების პაკეტი არის არნახულად გაზრდილი.

 

სწორედ ამიტომაც, რომ ასეთი საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება განსახილველი, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ გვინდა ვიხილოთ ოპოზიციაც, გაიზიაროს თავის წილი პასუხისმგებლობა, შემოვიდეს თუნდაც ძალიან კრიტიკულ დებატებში, მაგრამ ეს არ მოხდეს ქუჩის რეჟიმში. ქუჩის რეჟიმი გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ არასტაბილურობას უწყობს ხელს და ელემენტარული უპატივცემულობაა მათი ამომრჩევლის მიმართ, ეს არის ეპიდემიოლოგიურად საკმაოდ სახიფათო რამ.

 

არიან რადიკალური ძალები, რომლებიც ცდილობენ, თითქოს შეამსუბუქონ კოვიდის თემა, რომ ეს პრობლემა არ არის, ლამის ჩვეულებრივ გაციების ტოლფასად გახადონ, რომ თავისი ვიწროპარტიული ინტერესები გაატარონ და ასახონ ქუჩის აქციებში“,-განაცხადა თურნავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner