logo_geo
eng_logo
დავით ოქიტაშვილი: უკრაინაში მყოფი ამათი ბელადი ყურით უნდა ჩამოათრიო და პასუხი აგებინო!
- +

8 დეკემბერი. 2020. 23:47

 

 „ქალბატონ რემას ბოდიშს ვუხდი, რომ ვერ დავიცავით მისი ოჯახი, რომ მისი შვილის მკვლელობის გახსნას დღემდე არ დაადგა საშველი, არასოდეს დამავიწყდება მისი ცრემლიანი თვალები და კითხვა: რატომ მომიკალით შვილი?! ზურაბ ჟვანია ნოვატორი იყო, ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და ის, რომ ცოცხალი ყოფილიყო, სხვა საქართველოში ვიცხოვრებდით! – ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალს“ კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„ზურაზე საუბარი წარსულში ჩემთვის ძალიან რთულია, ის არამარტო ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, არამედ ნათესავიც – ნათელმირონი გვაკავშირებდა. მიკვირს, დღემდე რომ ვიტანთ ზურას მწამებლებს, არაერთი ოჯახის ამომწყვეტებსა და ადამიანთა გამაუბედურებლებს!

 

დროა, პროკურატურამ მტვერი გადაწმინდოს ზურაბ ჟვანიას საქმეს და სიმართლე დღის შუქზე გამოიტანოს. თუ ამას არ გააკეთებენ, მაშინ ამას საზოგადოება და ზურას მეგობრები მივხედავთ, რომლებიც ფულზე არ გავიყიდეთ და ზურას ოჯახის ერთგულნი დავრჩით.

 

ახლა კი მთავარს გეტყვით... ზურას ორმოცი ჯერ კიდევ არ იყო გასული, როდესაც მე და ხათუნა ხოფერია ზურას საფლავთან მივედით. სამთავრობო დაცვა გამოვიდა, გვითხრეს – აქედან წადითო! ხათუნამ უთხრა – ჩემს მეგობარს უნდა ველაპარაკო და რატომ უნდა წავიდეო? დაცვამ უკან არ დაიხია – მეორედ არ გაგვამეორებინოო! ცხოვრებაში პირველად ვნახეთ, რომ მიცვალებულს ყარაულობდნენ. ამიტომ ხმამაღლა ვაცხადებ, ცოტა წყნარად იყვნენ ეს ნაცმწამებლები, მათი ადგილი ციხეშია. უკრაინაში მყოფი ამათი ბელადი ყურით უნდა ჩამოათრიო და პასუხი აგებინო, რამდენი ადამიანი გაანადგურა. აი, ამ დარდით წავიდა იმქვეყნად ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner