„ერთი დღე „ჯინო ფერედაისში" - საქველმოქმედო ფონდი „სავსე გულით" ერთდღიან ტურს მართავს. ღონისძიებაში, რომელიც ორშაბათს, 4 ივლისს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს 30 ბავშვი პატიმრების, სოციალურად დაუცველებისა და დევნილის სტატუსის მქონე ოჯახებიდან.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, თბილისის საკრებულო, კრწანისის გამგეობა , „ჯინო ფერედაისი".