logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ნონას ლაზიერს სააკაშვილის ლუზერები ვერაფერს დააკლებენ!
- +

9 დეკემბერი. 2020. 00:00

 

 

„ნაცმოძრაობის პარტიული ტელეკანალიზაცია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა და სააკაშვილის რეჟიმის ყოფილმა პროკურატორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქში გამოქვეყნებული პოსტით ქართული ჭადრაკის დიდი დედოფლისა და მსოფლიო საჭადრაკო სამყაროს ცოცხალი ლეგენდის ნონა გაფრინდაშვილის შეურაცხყოფა სცადა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბილწსიტყვაობით განთქმულ გვარამიას ნონა გაფრინდაშვილის გასალანძღად უცენზურო სიტყვები არ გამოუყენებია, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე მისი განცხადების ციტირებას მაინც მოვერიდებით, რათა სააკაშვილის ტელეკანალიზაციიდან გამოსროლილი ქაქის საზოგადოებაში გაფრქვევას დამატებით არ შევუწყოთ ხელი!

 

უპირველეს ყოვლისა კი, გვარამიას სიტყვების გამეორებას დიდ ნონა გაფრინდაშვილს არ ვაკადრებთ!

 

მიზეზი, რის გამოც „სააკაშვილის დედის პუდელმა“ ნიკა გვარამიამ მსოფლიო ჭადრაკის ქართველ ტიტანს შეუყეფა, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნონა გაფრინდაშვილის შეფასება გახლავთ. კერძოდ, ლეგენდარულმა დიდოსტატმა, რომელმაც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან ბრძოლას წლები შეალია, განაცხადა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და „ტოტალურ გაყალბებას“, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, ადგილი არ ჰქონია.

 

პატარა ნიკუტა დიდი ნონას ამ განცხადებამ ტანსაცმლიდან იმიტომ ამოახტუნა, რომ მშვენივრად უწყის, რამხელა ფასი და მნიშვნელობა აქვს ქართველი დიდოსტატის სიტყვას არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც!

 

ნონა გაფრინდაშვილის საერთაშორისო ცნობადობასა და პოპულარობაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ქართველი დიდოსტატის ხსენებას გვერდი ვერ აუარა 2020 წლის ოქტომბერში გამოშვებულმა და სუპერგახმაურებულმა ამერიკულმა სერიალმა „ლაზიერის გამბიტი“, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ იქცა მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკედ ობოლი და ნარკოდამოკიდებული პატარა გოგონა ბეტ ჰარმონი.

 

ამ ზეპოპულარულ სერიალში, რომლის სიუჟეტიც 1950-1960-იანი წლების ამერიკაში ვითარდება, ნათქვამია, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრობს ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა, მას მამაკაც მოჭადრაკესთან არასოდეს უთამაშია.

 

სერიალის შემქმნელების მიერ დაშვებულ ფაქტობრივ შეცდომას, თითქოს ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასოდეს შეტოქებია, მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა უმალ ჩაავლეს და ქართველი დიდოსტატის თავბრუდამხვევი კარიერიდან რეალური ფაქტები მოიხმეს. კერძოდ, გავლენიანი გამოცემა „ბიზნესინსაიდერი“, რომელმაც სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ სპეციალური სტატია მიუძღვნა, წერს, რომ ნონა გაფრინდაშვილი საბჭოთა ეპოქაში სტერეოტიპებს ამსხვრევდა და ყველას უმტკიცებდა, თუ როგორ შეუძლია ქალ მოჭადრაკეს მამაკაცების წინააღმდეგ წარმატებით იასპარეზოს. ფაქტის საილუსტრაციოდ გამოცემა 1965 წელს გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც აღბეჭდილია, რომ ნონა გაფრინდაშვილი ერთდროულად რამდენიმე მამაკაცს ეთამაშება.

 

ერთი სიტყვით, განათლებული მსოფლიო ნონა გაფრინდაშვილს კარგად იცნობს და მის დიდებულებასაც აღიარებს, რაც პატარა ნიკუტამაც კარგად იცის და სწორედ ამიტომ ჩააგდო იგი ისტერიკაში დიდი ნონას შეფასებამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

 

და კიდევ: სანაცეთს ნონა გაფრინდაშვილისადმი ძველი ბოღმად უღრღნის გულს, რადგან იგი სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქართველი ხალხის მხარდამხარ იბრძოდა და იმ წლების ქარიშხალი, რომელიც საქართველომ ნაცების მანიაკალური მმართველობისას გამოიარა, საკუთარ ტყავზე აქვს ნაწვნევი.

გარდა იმისა, რომ ნონა გაფრინდაშვილი დიდი მოჭადრაკეა, იგი დიდი ადამიანი გახლავთ!

 

გარდა იმისა, რომ ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია, იგი ქართველქალობისა და მამულიშვილობის მარადიული ჩემპიონი ბრძანდება!

 

სწორედ სააკაშვილის მანიაკალური რეჟიმის მმართველობის წლებში, როცა საქართველოში ღირსების, პატიოსნებისა და პრინციპების ერთგულება გმირობის ტოლფასი გახდა, როცა ადამიანები შიშისა თუ ფულის გამო არამარტო სხვებს, არამედ თავიანთ თავსაც კი ღალატობდნენ, დიდმა ნონამ სწორედ ღირსების, პატიოსნების, პრინციპულობისა და სიმამაცის მაგალითი აჩვენა.

 

დიახ, როცა სააკაშვილის რეჟიმმა ბადრი პატარკაციშვილი ნომერ პირველ მტრად გამოაცხადა და უპირველეს სამიზნედ გაიხადა, ძალიან ბევრი, ვისაც მის მეგობრად და თანამებრძოლად მოჰქონდა თავი, ბადრის განუდგა და გაემიჯნა. თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერთა დიდმა ნაწილმაც კი, რომელსაც სწორედ პატარკაციშვილის ფინანსებით ედგა სული, მას ზურგი აქცია და ხახადაფჩენილ რეჟიმს, ფაქტობრივად, მარტო შეატოვა. აღარაფერს ვამბობთ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრთა დიდ უმრავლესობაზე, რომლებმაც, რეჟიმის დავალებითა თუ ზეწოლით, ორგანიზაციის პრეზიდენტობიდან ბადრი პატარკაციშვილის გადაყენებას მოაწერეს ხელი.

 

მთელ ამ ცოდვისა და უნამუსობის ორომტრიალში კი ნონა გაფრინდაშვილი იმ ცალი ხელის თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანთა შორის იყო, რომლებმაც ბადრი პატარკაციშვილს არ უღალატეს, მეგობარი და თანამებრძოლი არ გაწირეს და ბოლომდე გვერდში ედგნენ.

 

აი, სწორედ ამას არ პატიობენ დღემდე ნონა გაფრინდაშვილს სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის ნარჩენები და „სააკაშვილის დედის პუდელი“ გვარამიაც ამიტომ უყოფს ყურიდან ენას ქალს, რომელიც თავისი ცხოვრებითა და ბიოგრაფიით საქართველოს შეუბღალავი სინდისია.

 

თუმცა, როგორც დედამიწიდან ნასროლი ტალახი ვერ შესწვდება მზეს, სწორედ ასე ვერ მიეკარება დიდ ნონა გაფრინდაშვილს პატარა ნიკუტა გვარამიას ნასროლი ღვარძლი და ბოღმა!

 

სხვა თუ არაფერი, ნიკა გვარამია, რომელმაც საკუთარ მშობლებს გულზე ძაღლი დაამარხა, ზიანს ვერ მიაყენებს ნონა გაფრინდაშვილს, რომლის სახელიც ქართველ ერს გულისფიცარზე უწერია!

 

ნონა გაფრინდაშვილი დუმილს ამჯობინებს და ნიკა გვარამიას შეურაცხმყოფელ განცხადებას არ პასუხობს. იგი მედიასთან მხოლოდ ლაკონური კომენტარით შემოიფარგლა – „მისი სიტყვები ჩემზე საერთოდ არ მოქმედებს!“

 

რა თქმა უნდა!

 

საერთოდ, ნონა გაფრინდაშვილის, როგორც დიდი ადამიანისა და დიდი ჩემპიონის ერთ-ერთი ღირსება ისიც არის, რომ იგი მოწინააღმდეგის უღირს გამოხტომებსა თუ თავდასხმებს ყოველთვის ოლიმპიური სიმშვიდით ხვდება და საპასუხოდ არასოდეს ირჩევს იმავენაირ გზას.

 

მსმენია და წამიკითხავს, რომ ცნობილი მოჭადრაკე ალა კუშნირი, რომელსაც ნონა გაფრინდაშვილმა სამი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მოუგო, ზოგჯერ თამაშის დროს პროვოკატორობდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით ცდილობდა ნონა წყობიდან გამოეყვანა, თუმცა ეს არასოდეს გამოსდიოდა.

 

დიაც, ასეთ დროს ქართველი დიდოსტატის მარჯვე ენა ყოველთვის დუმდა და სწორედ ამ დუმილში გამოიხატებოდა მისი დიდოსტატობაცა და სიმარჯვეც!

 

დიახ, ყოველთვის ასე იყო: დიდოსტატი ნონას მარჯვენა მოწინააღმდეგეს ბრძნული სვლებით ანადგურებდა, მარჯვე ენა კი – ბრძნული დუმილით!

 

ამიტომაც არის ნონა ძალიან დიდი, რომელთანაც ყველა მოწინააღმდეგე ალა კუშნირით დაწყებული და სააკაშვილის ნებისმიერი შნირით დამთავრებული, ძალიან პატარაა!

 

ნონა გაფრინდაშვილს, რომელმაც ჭადრაკშიც და ცხოვრებაშიც ყველა მნიშვნელოვანი პარტია მოიგო, სააკაშვილის პარტია ვერ დაამარცხებს!

 

ნონას ლაზიერს სააკაშვილის ლუზერები ვერაფერს დააკლებენ!

 

სააკაშვილის ერთ-ერთი ლუზერის გვარამიას მთელი ძალისხმევაც, თავს დასხმოდა და დაემცირებინა მსოფლიოს ჭადრაკის ქართველი ლეგენდა, საბოლოოდ ერთ წინადადებაში ჩაკვდება – „ნიკა გვარამიამ ნონა გაფრინდაშვილს კუებით შეუტია!“

 

აი, სულ ეს არის!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner