თბილისში ფუნქციონირება 40-მა საზაფხულო ბაღმა დაიწყო.
საზაფხულო ბაღის აღსაზრდელები მეტ დროს ეზოში გაატარებენ და უფრო მეტად გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით დაკავდებიან. შესაბამისად, საზაფხულო ბაღებად შეირჩა ისეთი ბაღები, რომლებსაც აქვთ ამ მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული გარემო - დიდი და კეთილმოწყობილი ეზო, გამწვანება, გარე სპორტულ-გასართობი მოედნები
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო ბაღებში დასაქმებულები გაორმაგებულ ხელფასს მიიღებენ