logo_geo
eng_logo
ყოჩაღი ბიჭი! წაიკითხეთ აუცილებლად…
- +

3 ივლისი. 2016. 14:35


ნიაზ ზოსიძის facebook-პოსტი თორნიკეს შესახებ, რომელიც ზღვის სანაპიროზე სიმინდს ყიდის:


თორნიკე... მაგარი კაცია თორნიკე - კეპიანი, სერიოზული, სევდიანი, უღიმილო, ფიქრიანი, დაზაგრული, ქუსლებდახეთქილი, თბილი, უბოროტო, გულიანი...

 

მამა სამი წლის წინ გარდაეცვალა, დედა ხშირად ავადმყოფობს, მაგრამ მალე გამოჯანმრთელდებაო, - ექიმებს უთქვამთ. ყველა წამალი დროზე მიაქვს, ჰოდა, გამოჯანმრთელდება, აბა რას იზამს?! ხშირად პატარა დაიკო აბრაზებს, მაგრამ ბავშვია და ეპატიება... გუშინწინ ეზოში დედიკოს ფეხსაცმელები ეცვა და თანატოლებს ეპრანჭებოდაო - იცინის თორნიკე...

 

თორნიკე 12 წლისაა. ამ სეზონზე სიმინდით თუ კარგად ივაჭრა, მაგარი გეგმები აქვს - თავისთვის და დაიკოსათვის სასკოლოდ ტანსაცმელს იყიდის, საზამთროდ „გაზიკით" შეშა უნდა, „დუხოვკიანფეჩიც", ორი „ფრთა" „ჯეშტიც" ჭირდება სახურავისთვის, წნევის აპარატს ხომ „ნამილიონ" იყიდის, ოცი „ტუკი" ნამჯა უნდა დაამატოს, ძროხა რომ გაზამთრონ... თუ ფული მომრჩა, პუშკინზე მაგარი ველოსიპედი მაქვს შეგულებული და იმას „დავირტყამო", თუ არა და მომავალ წელს ვიყიდიო...

 

მე რომ დაგიხასიათეთ, ისეთი ბიჭი თუ ჩამოგივლით პლაჟზე „სიმინდის"ძახილით, აუცილებლად იყიდეთ, უკვე იცით, ბევრი გეგმები აქვს ამ პატიოსან კაცს...

 

უჭირს და უძნელდება თავისი საქმე, სამაგიეროდ ისეთი კაცია, რომ ენდობი, რომ გადაგყვება, რომ შეგეხიდება, სიცოცხლის ხალისს რომ მოგანიჭებს, სამაგიეროდ არაფერს რომ არ ითხოვს... დღეს დამირეკა, ავადმყოფი მამაშენისთვის მაწონი მომაქვს და იცოდეო..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner