logo_geo
eng_logo
ხათუნა ზახაშვილი: გადადგმულია მთელი რიგი ნაბიჯები, რათა საქართველო ვაქცინის პირველ მიმღებთა შორის აღმოჩნდეს
- +

9 დეკემბერი. 2020. 02:58

 

 

„გადადგმულია მთელი რიგი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო ვაქცინის პირველ მიმღებთა შორის აღმოჩნდეს“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

 

 

„ჯერჯერობით, ითვლება, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდივიდუალური იმუნიტეტის შესაქმნელად არის გამიზნული და იმისთვის, რომ ქვეყნებისთვის მძიმე ავადობისა და სიკვდილობის ტვირთი შეამციროს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე ვაქცინების რაოდენობა იმ რაოდენობით არც ერთი ქვეყნისთვის არ იქნება, რომ მათ მცირე ხანში, ერთი დარტყმით აცრან მთელი მოსახლეობა და ვაქცინაცია თუნდაც, სავალდებულოდ დააწესონ, ამგვარად შექმნან მძლავრი იმუნური ფენა და დაავადების შემდგომი გავრცელება შეაჩერონ“, – აღნიშნა ზახაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner