თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი, პირველ რიგში, აშშ-ის მოქალაქეებს ექნებათ.
დოკუმენტის მიხედვით, მანამდე, სანამ აშშ-ის მთავრობა სხვა ქვეყნებს დაეხმარება, აშშ-ის თითოეული მოქალაქე ვაქცინით უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
„ერთად ჩვენ ვირუსს დავამარცხებთ და პანდემიაც დასრულდება. ჩვენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ტრამპმა.