logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი ამერიკელებს ექნებათ
- +

9 დეკემბერი. 2020. 10:27

 

 

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ვაქცინაზე წვდომის პრიორიტეტი, პირველ რიგში, აშშ-ის მოქალაქეებს ექნებათ.

 

დოკუმენტის მიხედვით, მანამდე, სანამ აშშ-ის მთავრობა სხვა ქვეყნებს დაეხმარება, აშშ-ის თითოეული მოქალაქე ვაქცინით უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

 

„ერთად ჩვენ ვირუსს დავამარცხებთ და პანდემიაც დასრულდება. ჩვენ მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ტრამპმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner