საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 734 ადამიანს დაუდასტურდა, 3 895 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 174 383 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 145 287 შეადგენს. გარდაიცვალა 1 614 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 1 126 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 900 პაციენტი. კოვიდ-სასტუმროში - 3 689 ადამიანი იმყოფება.