logo_geo
eng_logo
გარდაიცვალა თემურ ქევხიშვილი
- +

9 დეკემბერი. 2020. 11:42

 

 

80 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, ლოტბარი თემურ ქევხიშვილი. ინფორმაციას მისი ახლობლები ადასტურებენ.

 

1961–1976 წწ. თემურ ქევხიშვილი იყო ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ „ოროველას“, „იმედს“, „დარიალს“, ანსამბლ „ჟურნალისტს“. იყო ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი; 1981–1990 წწ. იყო საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები“ ავტორი და წამყვანი; გასტროლებზე იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

 

2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა.

 

„რეპორტიორი“ უსამძიმრებს თემურ ქევხიშვილის ოჯახს და სრულიად საქართველოს, გამოჩენილი ლოტბარის გარდაცვალების გამო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner