ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება აჰმედ ჩატაევს გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა.
„ჩატაევი უკრაინამ გადმოსცა საქართველოს, მას თხოულობდა რუსეთიც. ჩატაევი საქართველოში აღმოჩნდა, ასრულებდა გარკვეულ შუამავლის როლს. ლაფანყურის ოპერაციის დროს ჩატაევი დაიჭრა, მას ფეხი მოკვეთეს, ხელიც არ აქვს და არის ამავე დროს პოლიტიკური თავშესაფრის სტატუსის მქონე ავსტრიაში. სააკაშვილის ხელისუფლება მას გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.