logo_geo
eng_logo
მაია ბუწაშვილი: COVID-19-ის დამარცხების შემდეგ თუ დაბალი ტემპერატურა გახანგრძლივდა, ლაბორატორიული კვლევების გარკვეული პაკეტი უნდა ჩატარდეს
- +

9 დეკემბერი. 2020. 13:04

 

 

„ვირუსული ინფექციებისთვის დაბალი ტემპერატურა უცხო არაა. COVID19-ის დროს ჩვეულებრივზე დაბალი ტემპერატურა არაა ის ნიშანი, რომელზეც განგაში უნდა ავტეხოთ, მაგრამ თუ ვირუსის დამარცხების შემდეგ დაბალი ტემპერატურა გახანგრძლივდა, ლაბორატორიული კვლევების გარკვეული პაკეტი უნდა ჩატარდეს“, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.

 

რაც შეეხება ტემპერატურას 37,5-ის ზევით, ამ შემთხვევაშიც ადამიანების ნაწილს დღის განმავლობაში 37-ზე მაღალი ტემპერატურა უფიქსირდება.

 

„ადამიანების ნაწილს იგივე გრიპის გადატანის შემდეგ, კვირების განმავლობაში დაბალი ტემპერატურული რეაქცია რჩებოდათ და ასეა კოვიდის შემდეგაც. თუმცა კოვიდი რიგ შემთხვევაში უფრო რთული დაავადებაა და გახანგრძლივებული ტემპერატურა ახასიათებს“, - აღნიშნა ბუწაშვილმა.

 

მისი თქმით, თუ ვირუსის დამარცხების შემდეგ დაბალი ტემპერატურა გახანგრძლივდა, ლაბორატორიული კვლევების გარკვეული პაკეტი უნდა ჩატარდეს.

 

„მინიმუმ სისხლის ანალიზი მაინც. თუ ლაბორატორიული კვლევები ნორმაშია, გულმკერდი და ფილტვები ჯანმრთელია, ეს ტემპერატურული რეაქცია არ არის საშიში და ადამიანებმა მშვიდად უნდა განაგრძონ ცხოვრება“, - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner