რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მარჩენალდაკარგული ოჯახები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა და სასურსათო პაკეტები გადასცა.
დეპუტატის განცხადებით, საქველმოქმედო კამპანიები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც ეტაპობრივად ხორციელდება.
„მნიშვნელოვანია, გართულებული ეპიდემიოლოგიური ფონისა და ზამთრის პირობების გათვალისწინებით, რაც შეიძლება მეტ ოჯახს გავუწოდოთ დახმარების ხელი, რათა მათი ყოველდღიური ცხოვრების პრობლემები ეტაპობრივად მოვაგვაროთ“, -აცხადებს გოჩა ენუქიძე.