ჟურნალმა „ფორბსმა“ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების მე-17 ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა.
უკვე 10 წელია, პირველ ადგილს სიაში უცვლელად იკავებს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
ლიდერთა ხუთეულშია: ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი, ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი და კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებლის, ბილ გეითსის მეუღლე მელინდა გეითსი.
https://www.forbes.com/power-women/list/3/#tab:overall