logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე ივანიშვილზე: უფლება მაქვს, მომწონდეს ის, ვინც დიდ საქმეს აკეთებს
- +

9 დეკემბერი. 2020. 14:21

 

 

როგორც „ქართული ოცნების“ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ელისო ბოლქვაძე აცხადებს, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და შესაბამისად მას აქვს უფლება, მოსწონდეს ის, ვინც სურს.

 

„დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. მე მაქვს ჩემი აზრი და ეს გამოვთქვი კიდეც (წერილი). ვინ როგორ შეაფასებს ჩემს აზრს, ეს მეორე ამბავია.

 

მე ბიძინა ივანიშვილს ვცემ უდიდეს პატივს და ეს არაერთხელ გამოვხატე. მაქვს უფლება, მომწონდეს ადამიანი, რომელიც ნამდვილად არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი. ის საკმაოდ დიდ საქმეებს აკეთებს“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

ელისო ბოლქვაძემ ეს განცხადება მის მიერ გამოქვეყნებული წერილის შესახებ გააკეთა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner