„კორონავირუსის ინფექციის ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება ამ დრომდე სტაბილური და მართვადია. მოქალაქეები მინდა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს“, - ამის შესახებ კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი შიოშვილის განმარტებით, რეგიონის მასშტაბით 4 კოვიდ-კლინიკას დედოფლისწყაროს საავადმყოფოც შეუერთდა, ამიტომ სპეციალისტები არსებულ ვითარებას ჯერჯერობით კარგად უმკლავდებიან.
შიოშვილი მოქალაქეებს ჯანდაცვის უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციების, წესებისა და რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.