logo_geo
eng_logo
თავშესაფრის 48 ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

9 დეკემბერი. 2020. 14:56

 

 

„ე.წ. ლილოს თავშესაფრის 81 ბენეფიციარიდან 48 COVID-19-ით დაინფიცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" ავრცელებს.

 

EMC-ის განცხადებით, თავშესაფარში ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი კიდევ უფრო შემაშფოთებელია სერვისის შინაარსისა და მისი დანიშნულების გათვალისწინებით.

 

„ლილოს თავშესაფარი ყველაზე დაუცველი, თავშესაფრის არმქონე ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც მათი ცხოვრების მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჰქონდეთ ჯანმრთელობის პრობლემები ან ქრონიკული დაავადებები, რაც მათ უკიდურესად მოწყვლადად აქცევს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ამასთან, თავშესაფრის ინფრასტრუქტურული მოწყობა, მცხოვრებლებს არ აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ინდივიდუალური სივრცე (ოთახი) და ისარგებლონ პირადი სველი წერტილებითა თუ სასადილო სივრცით, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner