logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ხვალ შედგება
- +

9 დეკემბერი. 2020. 15:36

 

 

პარტია „ქართულო ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პოლიტიკურ მხარეებს შორის ხვალ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი შედგება, რადგან 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა.

 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კობახიძემ განაცხადა, საკმაოდ საინტერესო დისკუსიები გაიმართა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით და არსებითად შეჯერებული იყო და იმედია, საბოლოოდ იქნება პოზიციები საარჩევნო რეფორმაზე.

 

„დეტალებზე დღეს ვერ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის პირობა, რომელიც ელჩების თვალწინ დავდეთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საუბარია ფუნდამენტურ ცვლილებებზე ორი სხვადასხვა მომართულებით – არჩევნების ადმინისტრირება და საარჩევნო სისტემის სხვადასხვა საკითხი. ყველა მიმართულებით ფუნდამენტური ცვლილებებია და წარდგენილია ოპოზიციის წინაშე. იმედია, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner