ლონდონში ათი ათასობით ადამიანმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართა.
აქციის „მარში ევროპისთვის" მონაწილეები ჰაიდ-პარკთან შეიკრიბნენ და პარლამენტამდე გამართეს მსვლელობა. საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობა კონცერტით დასრულდა.
დემონსტრაციის მონაწილეებმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტს მოუწოდეს, არ დაუშვას ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა.
ორგანიზატორთა შეფასებით, აქციაში 50 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ლონდონის მოსახლეობის უმეტესობამ 23 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი.
ევროკავშირის წევრობის შესახებ დიდ ბრიტანეთში განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით პეტიციის ხელმომწერთა რიცხვმა უკვე ოთხ მილიონს მიაღწია.