logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა და ამის მორიგი გამოხატულებაა აქტი, რომელიც დამტკიცდა აშშ-ში
- +

9 დეკემბერი. 2020. 16:37

 

 

„დღეს ქართულ-ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა და ამის მორიგი გამოხატულებაა ის აქტი, რომელიც დამტკიცდა ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტის კომპრომისული ვერსიის დამტკიცებას.

 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას მუდმივად გრძნობს.

 

„ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი. ჩვენ ვგრძნობთ მუდმივად მათი მხრიდან მხარდაჭერას და ამას აქვს 30-წლიანი ისტორია, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა. ეს მოწმობს, თუ რამდენად მაღალ ნიშნულზეა დღეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, რასაც ძალიან ხშირად აღნიშნავენ უმაღლესი წარმომადგენლები - გახსოვთ ელჩის, ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებები და ა.შ.“,- განაცხადა კობახიძემ.

 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის ტექსტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს მხარდაჭრაზეცაა საუბარი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner