logo_geo
eng_logo
„საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადია“
- +

3 ივლისი. 2016. 14:40


შეთანხმების უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში რატიფიკაცია ცალსახად წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდაჭერას", - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერია:


► რატიფიკაციის საკმაოდ შრომატევადი პროცესი, ორ წელზე ნაკლები გაგრძელდა და მასში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტი, ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოები.

► ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდა ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.

► დღეიდან, ოფიციალურად ამოქმედდა ხელშეკრულების ყველა დებულება და საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას გულისხმობს, შეუქცევადად და სრულმასშტაბიანად წარიმართება.

►2016 წლის პირველ ივლისს ამოქმედებული შეთანხმების მუხლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია:

  • საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, რომელშიც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან,
  • მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში თანამშრომლობასთან,
  • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასათან,
  • საჯარო ფინანსების მართვასთან და ფინანსური კონტროლითან,
  • ტრანსპორტთან,
  • გარემოს დაცვათან,
  • კორპორაციულ სამართალთან,
  • ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტთან და კორპორაციულ მმართველობასთან,
  • განათლებასა და ჯანდაცვასთან.

►ძალაში ასევე შევიდა შეთანხმების ორი დარჩენილი დანართი, რომლებიც ეხება განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალური და მედიის სფეროებში თანამშრომლობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner