საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, ოპოზიციის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ვერ გავიგე, ელისაშვილის ან სხვებს რაში ადანაშაულებენ, - სააკაშვილ-ბოკერიას თამაშში რომ არ რჩებიან?!
წაგების წილში რომ გინდათ, ჩაისვათ, მოგების წილში ვინ ჩაისვით, როცა მილიონებს შოულობდით?!
და ახლა რომ გამოიყენოთ და გადააგდოთ, მერე რა ქნან ამ „პაჩწი" დეპუტატებმა, რა ქვას ახალონ თავი?!
თქვენ უშველით?!
თქვენ, ბიძია, ქვაც გაქვთ და კაკალიც, ახლა ელისაშვილი პარლამენტში რომ არ შევიდეს და დაფინანსებაც მოუხსნან, მერე რა უნდა ქნას?!
თქვენ იმ ქვასაც არ ათხოვებთ თავში სახლელად!
ძალიანაც კარგი, თუ თავისი პარტიისთვის თამაშობს!
აბა, თქვენ ტიფა გენდოთ და ტიფამ გიყურათ!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.