logo_geo
eng_logo
ლევან იოსელიანი: „ევროპულ საქართველოს“ მოლაპარაკებების ჩაშლა სურს
- +

9 დეკემბერი. 2020. 17:08

 

 

„მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის თქმით, არის ხალხი, რომელსაც სხვა დღის წესრიგი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. ამის შესახებ მან „დღის კურიერში“ განაცხადა.

 

„ის განცხადებები, რაც დღეს ალეკომ გააკეთა და მე გავაკეთე, არ არის კავშირში მაინც და მაინც პარლამენტში შესვლასთან. ეს არის კავშირში მოლაპარაკების დასრულებასთან. მოლაპარაკება შეიძლება არც დასრულდეს, რამდენიმე რაუნდი გაიმართოს და ზეგ ეს ვერ შედგეს, ვერ დასრულდეს იქ მოლაპარაკება და ამიტომ, ვერავინ ვერ შევა. აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვართ მოლაპარაკების მომხრე და ხალხი, რომელიც ვამბობთ, რომ მოლაპარაკება არ უნდა ჩაიშალოს. არის ხალხი, რომელსაც სხვა დღის წესრიგი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. არის ერთი ხელმოცარული პარტია „ევროპული საქართველო“ და მისი ორი ლიდერი უგულავა და ბოკერია, თვითონ ვერ მიიღეს მანდატები და ახლა უნდათ, რომ თავიანთი პარტიის დღის წესრიგი მოახვიონ მთელ ოპოზიციას თავს. არავის არ უნდა ამ ქვეყანაში ჯაჯგური და რევოლუცია, გარდა ამ ხალხისა. სამწუხაროდ, გიგა ბოკერიას მძევლად ჰყავს აყვანილი „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა იოსელიანმა „დღის კურიერში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner