საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ჩვენ იმიტომ გვინდა ხელისუფლების შეცვლა, რომ ამ ქვეყნის უკეთეს მომავალზე ვფიქრობთო!
ამას ამბობენ სააკაშვილის მინისტრები, სააკაშვილის გუბერნატორები, სააკაშვილის დეპუტატები!
კაცო, თქვენ რომ გინდათ, ეგ საქართველოს უკეთესი მომავალი კი არ არის, თქვენი სურვილია - თქვენთვის სანუკვარ წარსულში დაბრუნების სურვილი!
იმ წარსულის ნოსტალგია გკლავთ, როცა უზარმაზარი ძალაუფლებით აღჭურვილებს ქვეყანა თქვენი გეგონათ და თელავდით!
„წავიდა, ჰეეე, ის ცხოვრება აღარ არის..“"
არც იქნება!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.