ერევანში, პარლამენტის შენობასთან პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები 16 ოპოზიციური პარტიის მიერ დაფუძნებული „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის საბჭოს“ ორგანიზებით ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
შეგახსენებთ, „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის საბჭომ“ მოქალაქეებს დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი აქციებისკენ გუშინ მიუწოდა. საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 5 დეკემბერს გამართული დემონსტრაციის დროს, ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისთვის ვადა 8 დეკემბრის 12:00 საათამდე მისცა.