logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არავითარ არჩევნებზე არაა საუბარი, არც რიგითზე, არც მორიგზე, საუბარია რევოლუციური სცენარის განვითარებაზე
- +

9 დეკემბერი. 2020. 18:57

 

 

ელჩებზე შეტევა ახალია? გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პოლონეთში შეკრიბა უკრაინელების გარკვეული ჯგუფი და საკმაოდ სეროზულად, ხაზგასმით განავითარა ამერიკისა და ევროკავშირის დამცირების რიტორიკა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, აქ არის გლობალური დაპისრისპირების ასპექტი, სერიოზული ფლანგი, სადაც ამოცანაა დესტაბილიზაცია.

 

ამას მიყვებიან, არავითარ არჩევნებზე არაა საუბარი, არც რიგითზე, არც მორიგზე. საუბარია რევოლუციური სცენარის განვითარებაზე. ასე რომ, ელჩების ლანძღვის თემა გაცილებით უფრო სერიოზული საკითხი მგონია, ვიდრე შეიძლება ნიკა გვარამიამ იფიქროს. გვარამია რომ ელჩებს აგინებს, ეს არის მიზერი იმასთან შედარებით, რასაც საქართველოს უქმნიან ეს მავნებელი ადამიანები, თავიანთი მედიასაშუალებებით და პოლიტიკური ჯგუფებით, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner