„პარლამენტის სხდომა, რა შემადგენლობითაც არ უნდა იყოს, აუცილებელია იმისთვის, რომ ბიუჯეტი დამტკიცდეს. ამ ვითარებაში ერთ-ერთი მთავარი შეტევა იყო ის, რომ თითქოს ჩამოდის რაღაც თანხები და ეს თანხები დაიტაცეს და არ უნდა მოხმარდეს იმ მიმართულებებს, რომელიც საქართველოს გადარჩემისთვისაა აუცილებელია. ახლა ყველაფერი მაგიდაზე უნდა დაიდოს“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, თითოელი თეთრი უნდა იყოს დათვლილი და შესაბამისობაში მოყვანილი იმ სტრატეგიასთან, რასაც ჰქვია ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანისა და გადარჩენის სტრატეგია.
„ეს კოვიდი ისეთი არ არის, როგორიც კიევში ზოგიერთებს წარმოუდგენია. გარდა იმისა, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი იღუპება, ჯანდაცვის სისტემა თუ შეირყა, ისეთი შეუჩერებელი პროცესი წავა, რომელსაც პატარა ქვეყანა ვერ გაუძლებს. ეკონომიკა ჩამოიშლება. ესაა მთავარი ამოცანი ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფის. ეს რომ არ მოხდეს, სახელმწიფომ უნდა შექმნას სამთავრობო სტრუქტურები, რომლებიც იმუშავებენ და რაც მთავარია, შექმნის ბიუჯეტს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს არასწორად შექმნა და პარლამენტს არასწორი კონფიგურაცია აქვს, კეთილი ინებოს, შევიდეს პარლამენტში და მიიღოს მონაწილეობა დამოუკიდებელ ექსპერტებთან ამ კომისიის მუშაობაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.