გაზრდილი პენსიით, კომპენსაციითა და სოციალური პაკეტით სულ 763 043 პირი ისარგებლებს
-
+
3 ივლისი. 2016. 14:41
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გაზრდილი პენსიით, კომპენსაციითა და სოციალური პაკეტით სულ 763 043 პირი ისარგებლებს.
- ასაკით პენსიის ზრდის შესაბამისად გაიზარდა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებთა თანხის ოდენობა;
- ჯამური ბიუჯეტი ასაკობრივ პენსიებზე 2016 წელს 2012 წელთან შედარებით გაზრდილია ნახევარი მილიარდით
- 2016 წლის 1 სექტემბრიდან მთაში მცხოვრებთათვის ასაკობრივი პენსია და სოციალური პაკეტის გასაცემლები კიდევ 20%-ით გაიზრდება
- 1 ივლისიდან ასევე 180 ლარამდე იზრდება მკვეთრად გამოხატული შშმ და 18 წლამდე ასაკის შშმ პირებისათვის სოციალური პაკეტი
- გაზრდილი პენსიით, კომპენსაციითა და სოციალური პაკეტით სულ 763 043 პირი ისარგებლებს.